Показаны сообщения с ярлыком ლექსები. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ლექსები. Показать все сообщения

понедельник, 8 февраля 2010 г.

შვიდი ადარი. ლია აჯიაშვილი-მიხელაშვილი

შ ვ ი დ ი ა დ ა რ ი
შენს დაბადებას მოშე რაბინუ,ძალა აქვს ღვ–სგან მადლით მოსილი,
გადარჩენილო ფარყოს ბრძანებას, წყალში დაეხრჩოთ ახალშობილნი.
მამის, ამრამის შეშინება და ოჯახთან გაყრა, ცალკე ცხოვრება,
მერე გონიერ ასულის რჩევა, მირიამს მისთვის კურთხევა, ქება.
და დაიბადე, დიდება იმ დღეს, შენ შეეძინე ღვ–ის მოშიშ ცოლ–ქმარს,
სასტიკ ფარაონს და მის ბრძანებას,არ შეუშინდნენ, არ მოყვნენ მოთქმას.
მაგრამ, განსაცდელს რა გამოგილევს,სულის საწვრთნელად ეს გაბადია,
გადასარჩენად მოწნილ კალათით, წყალზე გპოულობს ფარყოს ბათია.
მან გამოგზარდა როგორც თვის შვილი,მაგრამ გენები შენ არ გასვენებს,
წამოიზარდე ხედვის სხვა ნიჭით,ღმ–იც გწყალობს და მუდამ გამხნევებს.
ამრამისა და იოხაბედის შვილო შენ გერქვა ათი სახელი,
,,ერედ“, რაც ნიშნავს თორის ჩამომტანს,შეხინის შუქით ხალხის მმართველი.
თავში უდგეხარ ბრძენთა,,სანჰედრინს“,გარქვეს,,ავიგდორ“მნიშვნელად ღობის,
ბრძენთა განჭვრეტით, მათი მცდელობით,აღარ ვარღვევდით კანონებს თორის.
მესამე არის სახელი ,,ხავერ“, რადგან მიშქანის საშუალებით
შესძელ და რწმენით დაუახლოვე, ზეციერ მამას ისრაელები.
მეოთხე სახელს ხედვა–განჭვრეტა, უდევს საფუძვლად ბრძენთაგან ბრძენო,
როგორ ამართლებ ,,სოხო“ხედვაა, წინასწარ ხედვის დიადო გენო.
სიტყვა ,,ლიკავოთ”–იმედოვნება, ედო საფუძვლად შენს შემდეგ სახელს,
,,იეკუთიელ“მშობლებმა გარქვეს,რწმენით გაგვმსჭვალე, მივენდეთ ჰა–ემს.
,,ავი ზანუახ“–,,ლეაზნიახ” არს,მიტოვებაა და უარის თქმა,
მხოლოდ შენ შესძელ,რომ შენმა ხალხმა, კერპი უარჰყო და ენდო ღვ–ის ხმას.
მეშვიდე–შვიდ რიცხვს დაიბადე და ღვ–ის ნებით სრულქმნილს,ზეცით მადლიანს,
შენი შეხედვით გახარებულმა დედამ ,,ტობია“გარქვა–კარგია.
,,შემაიაა“–,,შემა” ისმინე,შენ ამ სახელით შეძლება მოგცეს,
ღმ–ი მოისმენს შენი ხალხისთვის, შენს ყოველ თხოვნას, შენს წმინდა ლოცვებს.
,,ბენ ნეთანელი“–,,ბენ” არის კაცი, ,,ნათანელ“მისცა ღმ–მა ღირსება,
რომ მხოლოდ შენი ხელით მიგვეღო, სინაის მთაზე თორის დიდება.
და, ბოლოს, შენსა მეათე სახელს, ლევის შტო ხარ და დაგერქვა ,,ლევი,“
დღემდე მოგვწვდება შენი დალოცვა, მშობლიური და თითქოს ულევი.
მაგრამ, თორაში, მოშე რაბენუვ, იხსენიები ერთი სახელით,
ჰა–მი ბრძანებს: ,,ვფიცავ, გიწოდებ, რასაც გიწოდებს შენი გამზრდელი.
შენ მან გაგზარდა, ბათიას ამაგს მე ვერ ვუარვყოფ, მადლი უნდა ვთქვა,
შენ მან აღგზარდა, ფარყოს ასულმა, მოშეს გიწოდებ, როგორც დაგარქვა.“
თითოეული სახელი მოშევ, გახასიათებს როგორც ღმ–ის შვილს,
როგორც უდიდეს ღვ–რივს, წმინდანს, გამორჩეულ მხსნელს გადარჩენისთვის.
შუამავალო მიწის და ზენის, შენ ერის ბედზე დარდი გულს გღრღნიდა,
უარი უთხარ ყველა პირადულს, მარტოს სიკეთე არად გიღირდა.
შთაგონება ხარ მადლის კეთების, სიბოროტესთან მედგრად ნაომარს,
კვლავ შეგიძლია მზრუნველად გვმოძღვრო, ზურგი ვაქციოთ არარაობას.
კაცო, ღვ–ის კაცო, მთლად სათნოებავ, მომაღლებულხარ თავის მდაბლობით,
უმდიდრესი ხარ უქონელობით, მადლი დღემდე გვდევს შენი წყალობით.
შვიდი ადარი, შვიდი ადარი, სხივის ნათება, ჯერ არ ჩამქრალი.
ლია აჯიაშვილი–მიხელაშვილი.
02.მარტი.09.

понедельник, 7 декабря 2009 г.

სიდონია. კობა ჭუმბურიძე

სიდონია, სიდონია, ქალო ფერმიმქრალო,
შენ, ასულო ჰურიათა და იბერთა თვალო,
განგებისგან მოგენიჭა მისტერია დიდი,
იბერთათვის ზეცისაკენ გაგიდია ხიდი,
სათუთ მხრებზე გიტვირთია მწარე ცოდვის დარდი,
სიფრიფანა თითებს შენსას ჩაუბღუჯავს კვართი,
ვერ რა წაშლის სევდას შენსას, ასე სულშესაძარს,
ძალუმ ფესვად გატოტვიხარ სვეტიცხოვლის ტაძარს,
და მას უკან საუკუნო გადგას სვეტი ნათლის,
ძეგლად შენი სულის მადლის, შენი ცრემლის მართლის,
სიდონია, სიდონია, სიფრიფანა ქალო,
ზეციური საქართველოს დედა-დედოფალო.

четверг, 3 декабря 2009 г.

ხანუქა. ლია აჯიაშვილი-მიხელაშვილი

ხ ა ნ უ ქ ა*
გული სიამით ნეტარ ივსება,
ხანუქიაში* ელავს სანთლები,
იმ ბედნიერ დღის მოსაგონებლად,
ტანჯვას რომ გვიხსნის მაკაბელები.*
გაუსაძლისი ტკივილი ქრება,
ქრება ბერძნების ბრმა იდილია,
მიღწეულ ხდება მიუღწეველი,
რადგან ზეცაში დაგეგმილია.
ზეთი ერთი დღის სამყოფი მხოლოდ,
გ–ა–მ–ჩ–ე–ნ–ის რწმენით, ლოცვით დავანთეთ,
ერთი დღის ნაცვლად რვა დღეს ენთება,
გ–ა–მ–ჩ–ე–ნ–ს მინდობილთ მადლს დაგვანათლებს.
მცირემ რით შევძლეთ ურიცხვი მტერის
განადგურება, სისხლით შეღებვა?
ღ–მ–ე–რ–თ–ს მივენდეთ და ვიბრძოლეთ მედგრად,
კერპზე არ გვსურდა თუნდაც შეხედვა.
წმინდამ ვიმარჯვეთ ბილწ უწმინდურზე,
სხივმა გაფანტა უკუნ სიბნელე,
მგზნებარე გულით, ურყევ რწმენისთვის,
ახალ სიმღერებს ჩვენ კვლავ ვიმღერებთ.
დღეს კი ვზეიმობთ იმ დღის სასწაულს,
ხანუქაა და ციმციმი ალთა,
გულს რწმენით ავსებს, ღ–მ–ე–რ–თ–ის გზით მავალთ,
გადაგვაფარებს გ–ა–მ–ჩ–ე–ნ–ი კალთას.
ლია აჯიაშვილი–მიხელაშვილი.
05.12.08.

воскресенье, 25 октября 2009 г.

მაია ქველიძე. ვუძღვნი ებრაელი და ქართველი ხალხის მეგობრობას

სანამ კიაფობს ცაში ვარსკვლავი
სანამ სიმღერის ისმის ჰანგები
თქვენ სიყვარულში დავიღლები და
თქვენ სიყვარულში დავიკარგები.

არ მომწყინდება ვიცი არასდროს
მე მეგობრობა ასე ლამაზი
ამ ორი ქვეყნის ბედნიერება
რა უნდა იყოს კარგი ამაზე.

სანამ კიაფობს ცაში ვარსკვლავი
სანამ მზის სხივი გვათბობს,გვანათებს
ჩვენ ფაქიზ გრძნობებს ამ მეგობრობის
ცეცხლის ალივით გულში დავანთებთ.

ამ სიყვარულით შევცვლით სამყაროს
ამ მეგობრობას ცაში ავიტანთ
მხოლოდ სიკეთით,მხოლოდ ერთობით
საუკუნეებს ერთად გავიტანთ.

ასე ლამაზად კიაფობს ცაში
ჩვენი პატარა ვარსკვლავი წმინდა
ჩვენ მხოლოდ დიდი სიყვარული და
ამ სამყაროში მშვიდობა გვინდა.

суббота, 24 октября 2009 г.

მაია ქველიძე-2008-აგვისტო

ცაში აფრინდა ტოროლა,
ზღვას ეამბორა თოლია
გასავლელი გზა ქართველებს
ძალიან რთული გვქონია.

ამდენ სიკეთის პატრონებს
რა სუსტი გული გვქონია
ჩვენ ყველა გვიყვარს ერთგულად
ყველა ჩვენგვარი გვგონია.

გავცემთ სიკეთეს, სიყვარულს
გულში არ გვრჩება საწყენი
და ყველას ისე ვექცევით
რომ არვინ დაგვრჩეს ნაწყენი.

მაგრამ ვაი რომ ყოველთვის
ეს მეგობრობა ამგვრი,
არ გვაძლევს რისი ღირსნიც ვართ
ნდობა რწმენა გვაქ გამქრალი.

მაგრამ ცხოვრება სხვაგვარი
არ გვძალუძს არ შეგვიძლია
ჩვენ მტრადაც არ ვთვლით არავის
მათაც ვინც მტრობის ღირსია.


უსიყვარულოთ გაზრდილი
კაცი ჯერ აქ არ შობილა
მაგრამ გზა ქართველთ სავალი
ძალიან რთული ყოფილა.

მაია ქველიძე. ეძღვნება ყველა ემიგრანტებს. ამ ლექსს გიძღვნით ყველას, ვისაც საქართველო გიყვართ

როცა სამშობლოს ტოვებდით
გზა დაგილოცათ თბილისმა
და დღესაც მისი ლოცვები
გულზე გკიდიათ თილისმად.

ის როგორც დედა მშობელი
თავის შვილების ლოდინში
ოცნებობს გულში ჩაგიკრათ
და მოგიხადოთ ბოდიში.

რადგან ცხოვრებამ ყველანი
თქვენ დედის უბეს გაგყარათ,
მაგრამ თქვენ გელით იცოდეთ
თქვენი სამშობლო პატარა.

თქვენ ქართლის დედა გეძახით
მტკვარი, არაგვი, რიონი
თქვენი ქვეყანა გეძახით
ლექსებით გალაქტიონის.

როცა სამშობლოს ტოვებდით
გზა დაგილოცათ მთაწმინდამ,
ამ განშორების ცრემლებით
თითქოს ქვეყანა ატირდა.

თქვენ ხართ ამ ქვეყნის პატრონი
საგანძური და სიმდიდრე
სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ
იდღეგრძელეთ და იდიდეთ.

როცა სამშობლოს ტოვებდით,
გზა დაგილოცათ თბილისმა
იცოდეთ მისი ლოცვები
გულზე გკიდიათ თილისმად.