четверг, 3 декабря 2009 г.

ხანუქა. ლია აჯიაშვილი-მიხელაშვილი

ხ ა ნ უ ქ ა*
გული სიამით ნეტარ ივსება,
ხანუქიაში* ელავს სანთლები,
იმ ბედნიერ დღის მოსაგონებლად,
ტანჯვას რომ გვიხსნის მაკაბელები.*
გაუსაძლისი ტკივილი ქრება,
ქრება ბერძნების ბრმა იდილია,
მიღწეულ ხდება მიუღწეველი,
რადგან ზეცაში დაგეგმილია.
ზეთი ერთი დღის სამყოფი მხოლოდ,
გ–ა–მ–ჩ–ე–ნ–ის რწმენით, ლოცვით დავანთეთ,
ერთი დღის ნაცვლად რვა დღეს ენთება,
გ–ა–მ–ჩ–ე–ნ–ს მინდობილთ მადლს დაგვანათლებს.
მცირემ რით შევძლეთ ურიცხვი მტერის
განადგურება, სისხლით შეღებვა?
ღ–მ–ე–რ–თ–ს მივენდეთ და ვიბრძოლეთ მედგრად,
კერპზე არ გვსურდა თუნდაც შეხედვა.
წმინდამ ვიმარჯვეთ ბილწ უწმინდურზე,
სხივმა გაფანტა უკუნ სიბნელე,
მგზნებარე გულით, ურყევ რწმენისთვის,
ახალ სიმღერებს ჩვენ კვლავ ვიმღერებთ.
დღეს კი ვზეიმობთ იმ დღის სასწაულს,
ხანუქაა და ციმციმი ალთა,
გულს რწმენით ავსებს, ღ–მ–ე–რ–თ–ის გზით მავალთ,
გადაგვაფარებს გ–ა–მ–ჩ–ე–ნ–ი კალთას.
ლია აჯიაშვილი–მიხელაშვილი.
05.12.08.

Комментариев нет: