воскресенье, 25 октября 2009 г.

რწმენის წყარო 640. გაზეთი გამოდის ისრაელში

It on 640

მაია ქველიძე. ვუძღვნი ებრაელი და ქართველი ხალხის მეგობრობას

სანამ კიაფობს ცაში ვარსკვლავი
სანამ სიმღერის ისმის ჰანგები
თქვენ სიყვარულში დავიღლები და
თქვენ სიყვარულში დავიკარგები.

არ მომწყინდება ვიცი არასდროს
მე მეგობრობა ასე ლამაზი
ამ ორი ქვეყნის ბედნიერება
რა უნდა იყოს კარგი ამაზე.

სანამ კიაფობს ცაში ვარსკვლავი
სანამ მზის სხივი გვათბობს,გვანათებს
ჩვენ ფაქიზ გრძნობებს ამ მეგობრობის
ცეცხლის ალივით გულში დავანთებთ.

ამ სიყვარულით შევცვლით სამყაროს
ამ მეგობრობას ცაში ავიტანთ
მხოლოდ სიკეთით,მხოლოდ ერთობით
საუკუნეებს ერთად გავიტანთ.

ასე ლამაზად კიაფობს ცაში
ჩვენი პატარა ვარსკვლავი წმინდა
ჩვენ მხოლოდ დიდი სიყვარული და
ამ სამყაროში მშვიდობა გვინდა.

суббота, 24 октября 2009 г.

მაია ქველიძე-2008-აგვისტო

ცაში აფრინდა ტოროლა,
ზღვას ეამბორა თოლია
გასავლელი გზა ქართველებს
ძალიან რთული გვქონია.

ამდენ სიკეთის პატრონებს
რა სუსტი გული გვქონია
ჩვენ ყველა გვიყვარს ერთგულად
ყველა ჩვენგვარი გვგონია.

გავცემთ სიკეთეს, სიყვარულს
გულში არ გვრჩება საწყენი
და ყველას ისე ვექცევით
რომ არვინ დაგვრჩეს ნაწყენი.

მაგრამ ვაი რომ ყოველთვის
ეს მეგობრობა ამგვრი,
არ გვაძლევს რისი ღირსნიც ვართ
ნდობა რწმენა გვაქ გამქრალი.

მაგრამ ცხოვრება სხვაგვარი
არ გვძალუძს არ შეგვიძლია
ჩვენ მტრადაც არ ვთვლით არავის
მათაც ვინც მტრობის ღირსია.


უსიყვარულოთ გაზრდილი
კაცი ჯერ აქ არ შობილა
მაგრამ გზა ქართველთ სავალი
ძალიან რთული ყოფილა.

მაია ქველიძე. ეძღვნება ყველა ემიგრანტებს. ამ ლექსს გიძღვნით ყველას, ვისაც საქართველო გიყვართ

როცა სამშობლოს ტოვებდით
გზა დაგილოცათ თბილისმა
და დღესაც მისი ლოცვები
გულზე გკიდიათ თილისმად.

ის როგორც დედა მშობელი
თავის შვილების ლოდინში
ოცნებობს გულში ჩაგიკრათ
და მოგიხადოთ ბოდიში.

რადგან ცხოვრებამ ყველანი
თქვენ დედის უბეს გაგყარათ,
მაგრამ თქვენ გელით იცოდეთ
თქვენი სამშობლო პატარა.

თქვენ ქართლის დედა გეძახით
მტკვარი, არაგვი, რიონი
თქვენი ქვეყანა გეძახით
ლექსებით გალაქტიონის.

როცა სამშობლოს ტოვებდით
გზა დაგილოცათ მთაწმინდამ,
ამ განშორების ცრემლებით
თითქოს ქვეყანა ატირდა.

თქვენ ხართ ამ ქვეყნის პატრონი
საგანძური და სიმდიდრე
სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ
იდღეგრძელეთ და იდიდეთ.

როცა სამშობლოს ტოვებდით,
გზა დაგილოცათ თბილისმა
იცოდეთ მისი ლოცვები
გულზე გკიდიათ თილისმად.