суббота, 24 октября 2009 г.

მაია ქველიძე. ეძღვნება ყველა ემიგრანტებს. ამ ლექსს გიძღვნით ყველას, ვისაც საქართველო გიყვართ

როცა სამშობლოს ტოვებდით
გზა დაგილოცათ თბილისმა
და დღესაც მისი ლოცვები
გულზე გკიდიათ თილისმად.

ის როგორც დედა მშობელი
თავის შვილების ლოდინში
ოცნებობს გულში ჩაგიკრათ
და მოგიხადოთ ბოდიში.

რადგან ცხოვრებამ ყველანი
თქვენ დედის უბეს გაგყარათ,
მაგრამ თქვენ გელით იცოდეთ
თქვენი სამშობლო პატარა.

თქვენ ქართლის დედა გეძახით
მტკვარი, არაგვი, რიონი
თქვენი ქვეყანა გეძახით
ლექსებით გალაქტიონის.

როცა სამშობლოს ტოვებდით
გზა დაგილოცათ მთაწმინდამ,
ამ განშორების ცრემლებით
თითქოს ქვეყანა ატირდა.

თქვენ ხართ ამ ქვეყნის პატრონი
საგანძური და სიმდიდრე
სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ
იდღეგრძელეთ და იდიდეთ.

როცა სამშობლოს ტოვებდით,
გზა დაგილოცათ თბილისმა
იცოდეთ მისი ლოცვები
გულზე გკიდიათ თილისმად.

2 комментария:

TAMARA комментирует...

ძალიან ლამაზი ლექსია. მე მყავს და ემიგრაციაში ისრელში და ვიცი ემიგრანტთა განცდების შესახებ, რომელიც სმშობლოს ნოსტალგიასთან არის დაკავშირებული. ეს ლექსი ყველა ქართველს, რომელიც ცხოვრობს თავის ქვეყნიდან მოშორებით ნამდვილად გულში ჩაწვდება. დიდი მადლობა ასეთი ლამაზი ლექსისთვის

Catherine комментирует...

Amazing, rich and marvelous. Brilliant in its feeling and extremely touchable. Its lines sparkle with insight. Being proud to know wonderful and outstanding Lady Maia Kvelidze for 25 years.